ახალი ამბები

2019-06-11 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დელეგაცია CIGRE-ს საერთაშორისო სიმპოზიუმზე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 4-7 ივნისს, დანიაში, ქალაქ ალბორგში გაიმართა. სიმპოზიუმზე განხილული იყო თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემების ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიცაა: განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაცია, ქსელის მოდელირება ჰარმონიკული კვლევებისთვის, FACTS ტექნოლოგია, დაბალინერციული სისტემების ოპერირება და სხვა. ისტორიაში პირველად, CIGRE-ს საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოხდა პირველი ქართული სამეცნიერო სტატიის წარდგენაც, რომელიც ეხება იზოლირებულ სისტემებში მძლავრი არაწრფივი მომხმარებლებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ენერგიის დამაგროვებლების საშუალებით.

ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს, საფრანგეთში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებს, საგენერაციო და სადისტრიბუციო კომპანიებს. 2018 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს წევრია.

CIGRE-ში გაწევრების მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობიდან: CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი.

sse-s-delegacia-CIGRE-s-saerTaSoriso-simpoziumze -1-small.jpgsse-s-delegacia-CIGRE-s-saerTaSoriso-simpoziumze -2-small.jpg

კომუნიკაცია