ახალი ამბები

2019-01-24 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ეგხ „ალავერდის“ გაორჯაჭვიანების სამუშაოებს ახორციელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ გაორჯაჭვიანების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ხორციელდება „გარდაბნის თბოსადგური-2”-ის ქსელთან მისაერთებლად და ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზების თბოსადგურში შეჭრას, ქვესადგურის „გარდაბანი-500“ 220 კვ-იანი ფრთის რეკონსტრუქციასა და „გარდაბნის თბოსადგური-2”-ში სამი, 220 კვ-იანი უჯრედის მოწყობას.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან, სამუშაოების დასრულება 2019 წლის მაისშია დაგეგმილი. შედეგად, საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელს შეემატება კიდევ ერთი ახალი თბოსადგური, რომელიც დამატებით 230 მგვტ სიმძლავრეს შემოიტანს ქსელში, რაც ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

sse-egx-alaverdis-gaorjaWvianebis-samuSaoebs-axorcielebs-1-resize.jpgsse-egx-alaverdis-gaorjaWvianebis-samuSaoebs-axorcielebs-2-resize.jpg

კომუნიკაცია