ახალი ამბები

2019-10-15 

სასწავლო ტური ENTSO-E-სთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) ურთიერთთანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, სსე-ის წარმომადგენლებმა ევროპის სამ ქალაქში, კოპენჰაგენში (დანია), ბერლინსა (გერმანია) და ვარშავაში (პოლონეთი) გამართულ სასწავლო ტურში მიიღეს მონაწილეობა.
კოპენჰაგენში გამართულ ყოველწლიურ, რეგიონალური უსაფრთხოების კოორდინატორთა მესამე კონფერენციაზე, საუბარი შეეხო ENTSO-E-ს ხედვას ევროპის რეგიონის ოპერატორი კომპანიების მიმართ, გაერთიანების სტრატეგიასა და აღნიშნული კომპანიების ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს რეგიონის მასშტაბით. კონფერენციაზე ხაზი გაესვა ეფექტური ბაზრების მხარდაჭერას და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების თემას. გაიმართა ინტერაქტიული სესია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ევროკავშირის ინსტიტუტების, ენერგეტიკული ბაზრებისა და სამოქალაქო საზოგადოების სპიკერები.
ვიზიტის ფარგლებში სსე-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს სამი ქვეყნის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანიები, მათ შორის ვარშავაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკას.
გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი 36 ქვეყანაში მოქმედ 43 გადამცემი სისტემის ოპერატორს აერთიანებს და მის მიზანს შიდა ენერგეტიკული ბაზრის ოპტიმალური და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც საერთო პოლიტიკისა და მიმართულებების განსაზღვრით, გადამცემი ქსელის ოპერატორებს შორის ტექნიკური თანამშრომლობითა და გრძელვადიანი ქსელის წესების შემუშავების საშუალებით ხორციელდება. 2018 წელს, ENTSO-E-მ პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს მიერ შიდა ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ENTSO-E-მ სსე-ს შესთავაზა თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს არაწევრი გადამცემი სისტემის ოპერატორების ეტაპობრივ მომზადებას დამკვირვებელი წევრის სტატუსის მისაღებად.

entso-e 2019 small 5.jpgentso-e 2019 small 1.jpgentso-e 2019 small 2.jpgentso-e 2019 small 3.jpgentso-e 2019 small 4.jpgentso-e 2019 small 6.jpg

კომუნიკაცია