ახალი ამბები

2019-11-28 

სამუშაო შეხვედრები „გენერაციის განვითარების გეგმის შემუშავების პროექტის“ ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში „გენერაციის განვითარების გეგმის შემუშავების პროექტის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრების მორიგი სესია ჩატარდა, რომელსაც სსე-ის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის და ფრანგული კომპანიების (EDF და Energies Demain) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფრანგული საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე, განხილული იქნა ელექტროენერგიის გენერაციის განვითარების გეგმის სტრუქტურა, გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, ჰიდროენერგეტიკული სისტემების დაგეგმვის თავისებურებები და ელექტროენერგიის მოხმარების გრძელვადიანი პროგნოზირების ზოგადი ასპექტები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სსე-ის გუნდის მიერ, პროგრამა PLEXOS-ში შექმნილი გენერაციის მათემატიკური მოდელი, მისი გამოყენების მიზნები და შესაძლებლობები.

„გენერაციის განვითარების გეგმის შემუშავების პროექტის“ მიზანია ენერგოსისტემის დაგეგმვის პროგრამული კომპლექსის (PLEXOS) გამოყენებით, გენერაციისა და მოხმარების გრძელვადიანი დაგეგმვა. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“, არამედ საქართველოს ენერგეტიკული განვითარებისთვის.

samuSao-Sexvedrebi-generaciis-ganviTarebis-gegmis-SemuSavebis-proeqtis-farglebSi-1-small.jpgsamuSao-Sexvedrebi-generaciis-ganviTarebis-gegmis-SemuSavebis-proeqtis-farglebSi-2-small.jpgsamuSao-Sexvedrebi-generaciis-ganviTarebis-gegmis-SemuSavebis-proeqtis-farglebSi-3-small.jpgsamuSao-Sexvedrebi-generaciis-ganviTarebis-gegmis-SemuSavebis-proeqtis-farglebSi-4-small.jpg

კომუნიკაცია