ახალი ამბები

2019-06-10 

ქვესადგურ „თელეთი-220“-ის მშენებლობა დასრულდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ დაასრულა მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაუშვა ქვესადგური „თელეთი-220“, რომლის დადგმული სიმძლავრე 250 მვა-ია. ქვესადგური 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზით „ალგეთი“ დაუკავშირდა „ხრამჰესი-2“-ს და ქვესადგურ „ნავთლუღი-220“-ს, ხოლო 35 კვ-იანი საკაბელო-საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით კი ქვესადგურს „შინდისი-35“.

აღნიშნული პროექტების განხორციელებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა დედაქალაქის ელექტროენერგიით მომარაგების იმედიანობა და გაჩნდა ახალი მომხმარებლების ელექტროენერგეტიკულ ქსელზე მიერთების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს თბილისსა და მის სამხრეთ ნაწილში ინფრასტრუქტურული თუ ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

teletis-mshenebloba-dasrulda-1-small.jpgteletis-mshenebloba-dasrulda-2-small.jpgteletis-mshenebloba-dasrulda-3-small.jpgteletis-mshenebloba-dasrulda-4-small.jpgteletis-mshenebloba-dasrulda-5-small.jpgteletis-mshenebloba-dasrulda-6-small.jpg

კომუნიკაცია