ახალი ამბები

2019-12-03 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მენეჯმენტმა ნეპალელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს ნეპალის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სამუშაო შეხვედრის მიზანს ნეპალელი კოლეგებისთვის საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. სტუმრებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობასა და კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ. სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ელექტროენერგიის ზრდის დინამიკასა და ენერგეტიკის ბაზრის რეფორმაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონკურენტუნარიანობა. შეხვედრაზე სსე-ის წარმომადგენლებმა ნეპალელ კოლეგებს წარუდგინეს ენერგეტიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გამარტივებასა და რეგიონალური ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული მათეული ხედვა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, გადამცემი ობიექტების გამართულ მუშაობასა და ენერგოსისტემის მდგრადობაზე.

Nepali1small.jpgnepali2small.jpgnepali3small.jpgnepali4small.jpgnepali5small.jpgnepali6small.jpgnepali7small.jpgnepali8small.jpgnepali9small.jpgnepali10small.jpgnepali11small.jpgnepali12small;.jpgnepali13small.jpgnepali14small.jpgnepali15small.jpgnepali16small.jpgnepali17small.jpg

კომუნიკაცია