2019-05-17
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს სსე-ს სათავო ოფისში განთავსებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, ჩაუტარდათ ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.
ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის დარგით სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, სსე-ში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტუქტურა და თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეფექტიანი მმართველობის სქემა.
აღნიშნული სახის შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში მომავალშიც გაგრძელდება.