2019-03-11
გორის ქვესადგურში ავტოტრანსფორმატორი დამონტაჟდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წარმატებით დაასრულა გლდანის ქვესადგურიდან 220კვ-იანი, 125 მვა ავტოტრანსფორმატორის დემონტაჟისა და მისი ქვესადგურში „გორი-220“ გადატანა-მონტაჟის სამუშაოები.
აქამდე გორის ქვესადგურში მხოლოდ ერთი ავტოტრანსფორმატორი ფუნქციონირებდა, რის გამოც შეუძლებელი იყო მისი გამორთვა ტექნიკური სამუშაოების წარმოების მიზნით. ახალი ავტოტრანსფორმატორის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ორივე ავტოტრანსფორმატორი პარალელურ რეჟიმში იმუშავებს, რაც საშუალებას მისცემს ტექნიკურ პერსონალს, აწარმოოს კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზრდება ქსელის საიმედოობა და მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი, ხარისხიანი და სტაბილური ელექტრომომარაგებით.