ახალი ამბები

2019-12-10 

განახლებული მოწყობილობები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქვესადგურებში

სსე-ში სატრანსფორმატორო პარკის განახლება გრძელდება. გარდაბნის ქვესადგურში უკვე ექსპლუატაციაში შევიდა 40 მვა სიმძლავრის, ხოლო ბათუმში 63 მვა სიმძლავრის ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორები. წლის ბოლომდე დასრულდება ავტოტრანსფორმატორების მონტაჟი გურჯაანის, ნავთლუღის, ბათუმის და ხორგას ქვესადგურებში. პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც კონკრეტული რეგიონის, ასევე ქვეყნის ენერგოსისტემის საიმედოობა, მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი, ხარისხიანი და სტაბილური ელექტრომომარაგებით, გაჩნდება ახალი მომხმარებლების ელექტროენერგეტიკულ ქსელზე მიერთების შესაძლებლობები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

ganaxlebuli-mowyobilobebi-sse-s-qvesadgurebSi-small-1.jpgganaxlebuli-mowyobilobebi-sse-s-qvesadgurebSi-small-2.jpgganaxlebuli-mowyobilobebi-sse-s-qvesadgurebSi-small-3.jpg

კომუნიკაცია