ახალი ამბები

2019-09-10 

ენერგეტიკოსთა დღე

10 სექტემბერს, ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლები.

საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭათ: გიორგი ბარდანაშვილს, იური თაბუკაშვილს და რუსუდან ქვაჩაკიძეს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დარგობრივი პროფკავშირის ერთობლივი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ: ლეილა კეჭახმაძე, ხვიჩა ყანჩაველი და ტარიელ ჯაფარიძე.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს!

energetikosta-dge-2019-1-small.jpgenergetikosta-dge-2019-2-small.jpgenergetikosta-dge-2019-3-small.jpgenergetikosta-dge-2019-4-small.jpgenergetikosta-dge-2019-5-small.jpgenergetikosta-dge-2019-6-small.jpgenergetikosta-dge-2019-7-small.jpgenergetikosta-dge-2019-8-small.jpgenergetikosta-dge-2019-9-small.jpg

კომუნიკაცია