ახალი ამბები

2019-11-01 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ეგხ-ზე „პალიასტომი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" 220 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე „პალიასტომი-1“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც მოიცავს 43 ანძის კოროზირებული დეტალების შეცვლა-შეკეთებას. ეგხ „პალიასტომი-1“ ელექტროენერგიით უზრუნველყოფს აჭარის რეგიონს. მის გამართულ მუშაობას, დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული რეგიონის საიმედოობისა და უწყვეტი ენერგომომარაგების კუთხით. მიუხედავად ელექტროგადამცემი ხაზის რთული გეოგრაფიული მდებარეობისა, სსე-ს თანამშრომლები თავდაუზოგავად შრომობენ, რათა სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად, ზამთრის სეზონის დადგომამდე დასრულდეს.

paliastomi smal1.jpg

კომუნიკაცია