ახალი ამბები

2019-06-05 

აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს აზიის განვითარების ბანკის (ADB) გენერალური დირექტორი ბიუჯეტის, პერსონალის და მართვის სისტემის მიმართულებით იასუო ტაკამურა და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან კაიალარი ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს ქვესადგური „მარნეული-500“, რომლის რეკონსტრუქციაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, „რეგიონული ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების" პროექტის ფარგლებში 2016 წელს დაასრულა. პროექტი ქვესადგურის 500 კვ-იანი ფრთით გაფართოებას გულისხმობდა, რის შედეგადაც, თბილისის ირგვლივ შეიქმნა ახალი, 500 კვ-იანი ენერგეტიკული კვანძი, რითაც კიდევ უფრო გაძლიერდა დედაქალაქისა და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგების საიმედოობა.

aziis-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-1-small.jpgaziis-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-2-small.jpgaziis-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-3-small.jpgaziis-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-4-small.jpgaziis-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-5-small.jpgaziis-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-6-small.jpg

კომუნიკაცია