2019-12-16
SCADA-ს განახლების პროექტის ფარგლებში ტრენინგები გრძელდება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში კვლავ გრძელდება მონაცემთა დისპეტჩერული მართვისა და შეგროვების პროგრამის (SCADA) განახლების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები.
კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები სსე-ის თანამშრომლებს ტრენინგებს ათი დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, დაგეგმილია დისპეტჩერული მართვისა და შეგროვების პროგრამის სამონტაჟო/გაწყობითი სამუშაოების შესრულება.
SCADA-ს პროექტი მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას და დისტანციური მართვის პროცესების დახვეწის მიმართულებით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას ითვალისწინებს. მისი მეშვეობით განხორციელდება ქვესადგურებიდან შემოსული მონაცემების გაზომვა და მონიტორინგი. პროექტის დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.