ახალი ამბები

2019-10-03 

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მმართველი გუნდის წევრების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სათავო ოფისისა და მისი შვილობილი კომპანიის KfW DEG დირექტორთა საბჭოს წევრები ეწვივნენ.

სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა სტუმრებს ქვესადგური „ახალციხე-500“ და იქ დამონტაჟებული მუდმივი დენის გარდამსახი სადგური დაათვალიერებინა. ვიზიტის ფარგლებში, სსე-ის ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ზიბზიბაძემ ჩაატარა პრეზენტაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ზოგადი მიმოხილვის, სსე-ს განვითარების, დაგეგმილი პროექტებისა და სამომავლო ხედვის შესახებ.

ქვესადგურის „ახალციხე-500“ მშენებლობა დონორი ორგანიზაციების, მათ შორის KfW მხარდაჭერით, „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი“ ფარგლებში 2013 წელს დაასრულა. აღნიშნული გადამცემი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, საქართველოს საშუალება მიეცა განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი და ტრანზიტი თურქეთში, ასევე თურქეთის გავლით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზარზე.

KFW-menejmenti-sse-shi-3-small.jpgKFW-menejmenti-sse-shi-6-small.jpgKFW-menejmenti-sse-shi-7-small.jpgKFW-menejmenti-sse-shi-1-small.jpgKFW-menejmenti-sse-shi-2-small.jpgKFW-menejmenti-sse-shi-4-small.jpgKFW-menejmenti-sse-shi-5-small.jpgKFW-menejmenti-sse-shi-8-small.jpg

კომუნიკაცია