ახალი ამბები

2019-07-30 

ტრენინგები SCADA-ს განახლების პროექტის ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში მონაცემთა დისპეტჩერული მართვისა და შეგროვების პროგრამის (SCADA) განახლების პროექტი მიმდინარეობს. უკვე დასრულდა SCADA/EMS სისტემის განახლების დიზაინის ფაზა. ამ ეტაპზე, სსე-ის თანამშრომლებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ტრენინგების პირველი ეტაპი უტარდებათ, რაც SCADA-ს მონაცემთა ბაზაში მუშაობას გულისხმობს.
SCADA-ს განახლების პროექტი მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას, დისტანციური მართვის პროცესების დახვეწას და ამ მიმართულებით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვესადგურებიდან შემოსული მონაცემების გაზომვის, მონიტორინგისა და დისტანციური მართვის თვალსაზრისით, რადგან განახლებული პროგრამა უზრუნველყოფს მეტი მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლას და ეფექტურ დისპეტჩირებას.
პროექტი „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.

SCADA small1.jpgSCADA small2.jpgSCADA small3.jpgSCADA small4.jpg

კომუნიკაცია