2025-10-22
შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია FICHTNER-ის წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია FICHTNER-ის აღმასრულებელ დირექტორს მარკო ფლექენშტაინს და პროექტის მთავარ ინჟინერს პიტერ ასმუთს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს, რომლის საზედამხედველო-საკონსულტაციო მომსახურებას კომპანია FICHTNER ახორციელებს.
მხარეებმა ისაუბრეს პროექტების ფარგლებში მიღწევებზე, გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტების განხორციელების პროცესში კომპანია FICHTNER-ის როლს და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.


