2022-10-24
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების მიზანს წარმატებული სტუდენტების მომავალ დამსაქმებლებთან დაკავშირება წარმოადგენდა. სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ელექტრული, კომპიუტერული და სამოქალაქო ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ქიმია/ბიოქიმიის მიმართულებით, საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად არის ჩართული ენერგეტიკის და მონათესავე სასწავლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სწავლა-დასაქმებაში. კომპანიაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე, საშუალებას აძლევს, მომავალ ენერგეტიკოსებს მიიღონ პროფესიული ცოდნა და დასაქმდნენ კომპანიაში.