ჩვენი პრინციპები
სსე-ს შესყიდვების პრინციპები უზრუნველყოფს, რომ შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა განხორციელდეს ყველა მთავარი დაინტერესებული პირისთვის გამჭვირვალედ და გასაგებად. სსე ყოველთვის მოქმედებს საქმიანი ურთიერთობების პრაქტიკის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ყველა ინსტანციაში მაღალ ბიზნეს-ეთიკურ სტანდარტებს და კონტრაქტორების მიმართ თანაბარ მოპყრობას.
შესყიდვების სისტემა ეფუძნება შემდეგ მთავარ პრინციპებს:
- გამჭვირვალობა
- მთლიანობა
- ხარჯების ეფექტურობა
- პირდაპირობა
- სამართლიანობა
- კონკურენცია
- ანგარიშვალდებულება
სსე-ს შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის მთავარი მარეგულირებელი დოკუმენტია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი.
შესყიდვების შესახებ წესები ხელმისაწვდომია ერთიანი საინფორმაციო სისტემის საქონლის, სამუშაოების და მომსახურების საჯარო შესყიდვების ნაწილში მისამართზე: www.procurement.gov.ge. მომხმარებლის სახელმძღვანელოს ხილვა შეგიძლიათ სექციაში: როგორ გავხდე კონტრაქტორი