თანამშრომლობის პროგრამები

შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი სისტემის დაგეგმარების პროექტი (BSTP)

შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი სისტემის დაგეგმარების პროექტი (BSTP) 2004 წელს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აშშ-ს ენერგეტიკის ასოციაციისა და შავი ზღვის რეგიონის ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორების მიერ შეიქმნა. პროექტის მიზანს ელექტროენერგიის ერთობლივი გადაცემის დაგეგმვის მოდელის შექმნა წარმოადგენდა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: სომხეთის, ბულგარეთის, საქართველოს (სსე), მოლდოვას, რუმინეთის, უკრაინისა და თურქეთის ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორები.

ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები:

  • შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის თანამშრომლობა;
  • გადამცემ სისტემებსა და კავშირებში პრიორიტეტული ინვესტიციების განსაზღვრა;
  • შავი ზღვის რეგიონში ელექტროენერგიით ვაჭრობის ზრდის შეთავაზება;
  • ელექტროენერგიის გადაცემის დაგეგმვის პრინციპების და მეთოდოლოგიების ჰარმონიზება;
  • ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის დაგეგმვის გამოცდილების მქონე სამუშაო ჯგუფის შექმნა;
  • ელექტროენერგიის გადაცემის დაგეგმვის პროგრამული უზრუნველყოფის (PSS/E) გამოყენებაში ტრენინგების ჩატარება;
  • შავი ზღვის რეგიონში გადამცემი სისტემის ანალიზისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის საერთო პლატფორმის შექმნა.

სამუშაო ჯგუფმა 2010, 2015 და 2020 წლების დაგეგმვის პერიოდისთვის შეიმუშავა მაღალი ძაბვის ქსელის პირველი დეტალური ადგილობრივი და რეგიონული ელექტროენერგიის ნაკადის განაწილების და დინამიკის მოდელები.

საერთო კონცეფციის გასამყარებლად:

პროექტის მიღწევებზე დაყრდნობით, პროექტის მონაწილეები მხარს დაუჭერენ შემდეგი მიზნების მიღწევას:

  • 2020 და 2025 წლებში, ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორების მიერ შექმნილი დინამიური ელექტროგადამცემი მოდელების განახლება;
  • ადგილობრივ ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებს შორის, ინსტიტუციური შესაძლებლობების შექმნის მხარდაჭერა, ინჟინრებისთვის ტრენინგების ჩატარება;
  • ელექტროგადაცემის პოტენციური საინვესტიციო პროექტების განსაზღვრის მიზნით, ანალიზის განხორციელება;
  • დინამიური და გარდამავალი სტაბილურობის ანალიზისთვის PSS/E-ს გამოყენებაზე ტრენინგის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ჯგუფის უნარების გაუმჯობესებას;
  • ენერგიის განახლებადი წყაროების შექმნაზე, პროგნოზირებასა და ელექტროგადამცემ ქსელებში ინტეგრირებაზე ტრენინგის ჩატარება;
  • ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული რეგიონული მნიშვნელობის პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრა;
  • ურთიერთობის დამყარება ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებთან, განახლებადი რესურსების ინტეგრირებისთვის;
  • მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლობა ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) და შავი ზღვის რეგიონული მარეგულირებელი ინიციატივის (BSRI) სამუშაო ჯგუფთან.

ენერგეტიკული ტექნოლოგიისა და მართვის პროგრამა

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ენერგოხიდი

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ენერგოხიდის პროექტი, 2009 წლის აპრილში შეიქმნა. სუბრეგიონული პროექტი ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის ზრდას და ელექტროენერგიის მიმოცვლას. პროექტი სცილდება შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის დაგეგმარების პროექტის (BSTP) ფარგლებს და მხარს უჭერს USAID-ის მიერ დასახულ, სამი ქვეყნის ენერგოგაერთიანების გამყარების მიზნებს.