ხარისხის პოლიტიკა
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხარისხის პოლიტიკის მიზანია ელექტროენერგიის გადაცემისა, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების (საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის სეგმენტისათვის) სისტემების უსაფრთხო, საიმედო, ეკონომიკურად დასაბუთებული, ეფექტიანი მართვა, შენარჩუნება და განვითარება.
ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობა მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან - მომხმარებლებთან, მიმწოდებლებთან, კომპანიის თანამშრომლებთან, აქციონერებთან, მაკონტროლებელ და ზედამხედველ ორგანოებთან.
კომპანიის ხელმძღვანელობა მიზნების მისაღწევად ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
- მუდმივად ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს და ახდენს მათ ინფორმირებას სიახლეების შესახებ;
- მუდმივად მუშაობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით, უსაფრთხოების ნორმების და გარემოს დაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით. მუდმივად სრულყოფს კომპანიის ინფრასტრუქტურას;
- განსაზღვრავს და აფასებს რისკებს და შესაძლებლობლებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ სსე-ს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე და დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების ამაღლებაზე;
- აქტიურად თანამშრომლობს მიმწოდებელთან, მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით;
- ქირაობს კვალიფიციურ თანამშრომლებს, მათი შესაფერის თანამდებობებზე დასაქმების და შენარჩუნების მიზნით, ინტენსიურად ატარებს მთელი პერსონალის ტრენინგს მათი კომპეტენციის ასამაღლებლად;
- მუდმივად ასრულებს საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს;
- უზრუნველყოფს სსე-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის და მთელი პერსონალის ჩართულობას ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირებაში, რომელიც ვრცელდება მთელ ორგანიზაციაზე.
ხარისხის მართვის სისტემის, ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესრულება და მუდმივი სრულყოფა გაზრდის კომპანიის მომსახურების საიმედოობას და ეფექტიანობას.