ელექტროგადამცემი ქსელის ფლობა

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია. სსე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 4438,72 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს. კომპანია ახორციელებს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებას - ელექტროენერგიის გადაცემას ჰიდრო, თბო, ქარის და მზის ელექტროსადგურებიდან განაწილების ლიცენზიატებამდე, ელექტროენერგიის მიმწოდებლებამდე (,,თელმიკო“, „ეპ ჯორჯია მიწოდება“) და პირდაპირ მომხმარებლებამდე (მსხვილი საწარმოები). გამანაწილებელი და მიმწოდებელი კომპანიები ელექტროენერგიას აწვდიან საბოლოო მომხმარებელს, ხოლო პირდაპირი მომხმარებლები მოიხმარენ საკუთარი მიზნებისთვის. კომპანია ასევე ახორციელებს ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტით გადაცემას მეზობელ ქვეყნებში და ასევე, წარმოადგენს მეზობელი ქვეყნიდან მეზობელ ქვეყანაში ელექტროენერგიის ტრანზიტად გადამცემ ერთადერთ ტექნიკურ შემსრულებელს.

სსე-სა და სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოს“ შორის 2021 წლის 4 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება „სს გეს „საქრუსენერგოს“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების უვადო სარგებლობის უფლებით (იჯარით) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ (გადამცემი სისტემის ოპერატორი) გადაცემის თაობაზე“ , რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სსე-ზე ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან (2021 წლის 1 ივლისი).