ლიცენზიები და სერთიფიკატები

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) არის საქართველოს გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორი, რომელიც ფლობს საქართველოს მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) მიერ გაცემულ ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიას, ასევე „ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზიას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის სეგმენტისათვის".

იხილეთ ბმულები:
ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია
ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია

სსე ასევე ფლობს სერტიფიკაციის საერთაშორისო ქსელის (IQNET) და გერმანიის ხარისხის კონტროლის სერტიფიკაციის ასოციაციის (DQS) მიერ გაცემულ სერტიფიკატებს.

იხილეთ ბმულები: IQNET სერთიფიკატი, ISO 9001 სერთიფიკატი DQS