შვილობილი კომპანიები

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ არის „ქარჩალ ენერჟი ელექთრიქ თოფთან თიჯარეთ“-ის 99.4% წილის მფლობელი, რომელიც წარმოადგენს ენერგიისა და ელექტროობის ბითუმად ვაჭრობის სააქციო საზოგადოებას, ახორციელებს თურქეთში ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობას და ფლობს თურქეთის კანონმდებლობით გაცემულ ელექტროენერგიით ვაჭრობის ლიცენზიას.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ასევე არის სს ,,საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ (ს/ნ 404589432) 25% წილის მფლობელი. კომპანია ახორციელებს ელექტროენერგეტიკის ბაზრის ოპერირების საქმიანობას და ფლობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემულ დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის ლიცენზიას.