სამეთვალყურეო საბჭო

ლეონტინა გალდავა

Leontina Galdava -1-new 300x411.jpg

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ლეონტინა გალდავა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა 2021 წელს.

ლეონტინა გალდავას აქვს ენერგეტიკის სფეროში მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საკონსულტაციო, ისე სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მიმართულებით. მათ შორის ორი წელი იყო კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ,,გარდაბანი 1” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ხუთი წელი სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2018 წლიდან დღემდე მუშაობს „საპარტნიორო ფონდში“ ენერგეტიკის მიმართულებით ოფიცრის პოზიციაზე. იმავე წლიდან დღემდე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ტექნიკური მრჩეველია. ლეონტინა 2016 წლიდან დღემდე არის შპს „ბლუ ენერჯის“ პარტნიორი და დირექტორი. 2021 წლიდან უკავია დირექტორის თანამდებობა შპს „მტკვარი ჰესში“.

ლეონტინა გალდავას მინიჭებული აქვს დოქტორისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხები ინჟინერიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ და, ასევე, მაგისტრისა და ბაკალავრის აკადემიური ხარისხები ინჟინერიაში რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის მიერ.