სამეთვალყურეო საბჭო

თეონა მაკალათია

Teona Makalatia new 300x411.jpg

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

თეონა მაკალათია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა 2021 წელს“.

თეონას აქვს ბიზნესის მართვის, სტრატეგიული განვითარების, აქტივების მართვის, ტრანზაქციული სერვისების, ფინანსური სერვისების, კორპორაციული მმართველობის, აღრიცხვის, ანგარიშგების, კონტროლისა და აუდიტის მიმართულებით საქმიანობის 18-წლიანი მუშაობის ადგილობრივი და საერთაშორისო (უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები, ყაზახეთი, ჩინეთი) გამოცდილება, აქედან 9 წელი მმართველობით თანამდებობაზე. არის მსოფლიო ბანკისა და UNDP-ის ბიზნესის განვითარების ექსპერტი.

2018-2020 წლებში საქმიანობდა GFA Consulting Group GmbH-ში ექსპერტის პოზიციაზე. 2018-2019 წლებში იყო გენერალური დირექტორის მოადგილე სი-ეს-ეფ ჯგუფში; ხოლო, 2006 - 2018 წლებში მოღვაწეობდა PricewaterhouseCoopers LLC, მენეჯერის პოზიციაზე; 2005-2006 წლებში ეკავა შპს “ჯეოვუდის” ფინანსური დირექტორის თანამდებობა; 2002-2005 წლებში სხვადასხვა აუდიტორულ კომპანიებში ეკავა აუდიტორის პოზიცია.

თეონას მინიჭებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხები, ასევე, მუშაობს დოქტორის ხარისხზე. ფლობს ლონდონის სერტიფიცირებულ, ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის დიპლომს აღრიცხვისა და ბიზნესის საკითხებში.