ვახტანგ ქინქლაძე

დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი ტექნიკურ საკითხებში
ვახტანგ ქინქლაძე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორად ტექნიკურ საკითხებში დაინიშნა 2021 წელს. 2019 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი.
ვახტანგს აქვს ელექტროენერგეტიკის სექტორში მუშაობის 25-ზე მეტი წლის გამოცდილება. 2010 წლიდან, საქმიანობდა სს ,,თელასში“, სხვადასხვა მმართველობით თანამდებობაზე, 2013 წელს დაინიშნა აღნიშნული კომპანიის ტექნიკურ დირექტორად. 2007-2010 წლებში მუშაობდა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის / კომერციული დირექტორის თანამდებობაზე. 2006-2007 წლებში საქმიანობდა სს ,,თბილსრესში“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2005-2006 წლებში - შპს ,,ვარციხე 2005“-ში დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. ვახტანგს 2005-2007 წლებში, ასევე ეკავა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ჯერ წევრის, შემდეგ კი თავმჯდომარის თანამდებობა. პროფესიული კარიერის დასაწყისში, ვახტანგი მუშაობდა სხვადასხვა ელექტროენერგეტიკულ კომპანიაში, მათ შორის ,,საქენერგოში“ საინჟინრო და მმართველობით თანამდებობებზე, იყო სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის კონსულტანტი ენერგეტიკის საკითხებში.
ვახტანგს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სადაც მოიპოვა სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი. ვახტანგი არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი.