დირექტორთა საბჭო

ვანო ზარდიაშვილი

rsz_vano zardiashvili.jpg

დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში

ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში დაინიშნა 2021 წელს. 2020 წლიდან მუშაობდა სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრად.

მანამდე საქმიანობდა ელექტროენერგიის გადამცემი კომპანიის შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.

ვანოს აქვს მმართველობითი, კანონშემოქმედებითი და იურიდიული მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

2013-2016 წლებში საქმიანობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, ხოლო შემდეგ გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობებზე. 2010-2013 წლებში საქმიანობდა სასამართლო სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე. 2007-2010 წლებში საქმიანობდა ქ. თბილისის მერიაში, სხვადასხვა მმართველობით თანამდებობებზე. 2004-2006 წლებში იყო გენერალური პროკურორის მრჩეველი, 2004 წელს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანაშემწე.

ვანო ზარდიაშვილს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით სამართალმცოდნე. სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.