დირექტორთა საბჭო

გიორგი ამუზაშვილი

Amuzashvili Giorgi-new 300x411.jpg

დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი დისპეტჩერიზაციის საკითხებში

გიორგი ამუზაშვილი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორად დისპეტჩერიზაციის საკითხებში დაინიშნა 2021 წელს. 2017 წლიდან მუშაობდა სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრად.

გიორგი კომპანიას შემოუერთდა 2009 წელს და მუშაობდა დისპეტჩერის, უფროსი დისპეტჩერის, ტექნიკური ინსპექციის უფროსი ინჟინრის, მთავარი დისპეტჩერის მოადგილის, ქსელის ქვესადგურების განვითარების პროექტების მენეჯერის და WAM- ის პროექტის მენეჯერის თანამდებობებზე.

2016-2017 წლებში მუშაობდა კომპანიაში შპს ,,ბიპი საქართველო“, 2006-2009 წლებში - სს ,,ენერჯი ინვესტში“, ხოლო 2003-2005 წლებში -შპს ,,აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციაში“.

გიორგის დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მას ასევე მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ელექტროენერგეტიკაში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.