დირექტორთა საბჭო

კახაბერ ქებურია

kakhaber-Keburia-large.jpg

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე / დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი პროექტების მართვის საკითხებში

კახაბერ ქებურია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა 2022 წელს.

კახაბერი საქმიანობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 2010-2018 წლებში მუშაობდა სს ,,ენერგო- პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის დირექტორის თანამდებობაზე. 2007-2010 წლებში იყო სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის მთავარი ინჟინერი. 2005-2007 წლებში კი USAID და საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ქვემო ქართლის ფილიალის თელეთი-მარტყოფის რაიონის მთავარი ინჟინერი, ხოლო 2004 წელს იგივე კომპანიაში იკავებდა ინჟინერ-ელექტრიკოსის თანამდებობას.

კახაბერს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.