დირექტორთა საბჭო
გიორგი გიგინეიშვილი
გენერალური დირექტორი
გიორგი გიგინეიშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა 2022 წელს.
მას აქვს ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება. 2021-2022 წლებში მუშაობდა ,,ჩვეშურა ჰესის“ დირექტორის თანამდებობაზე. 2018-2020 წლებში იყო „ჭიორა ჰესის“, ხოლო 2017-2018 წლებში - ,,შაქშაქეთი ჰესის“ დირექტორი. 2010-2014 წლებში საქმიანობდა შპს „ენერგოსექტორმშენში“, იყო კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი. 2008-2009 წლებში მუშაობდა სს „კავკასელექტროქსელმშენის“ ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე. 2007-2008 წლებში იყო შპს ,,ენიმპექსის“ დირექტორის მოადგილე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. 2002-2007 წლებში საქმიანობდა სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიაში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
გიორგის დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტროენერგეტიკული სისტემების და ქსელების განხრით.