2002 | შპს ,,ელექტროდისპეტჩერიზაციის" და სს ,,ელექტროგადაცემის" შერწყმის შედეგად დაფუძნდა შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა". | | |
2003 | შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მართვის უფლება გადაეცა საერთაშორისო კომპანია ,, ESBI INTERNATIONAL“- ს. | | |
2006 | ამოქმედდა ,,ელექტროენერგიის ბაზრის (სიმძლავრის) წესები“, რომლის საფუძველზეც, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ პირდაპირი ხელშეკრულებები გააფორმა კვალიფიციურ საწარმოებთან, რამაც ხელი შეუწყო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. | | |
2007 | ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მართვის უფლება გადაეცა ქართულ მხარეს. | | |
2008 | ძალაში შევიდა ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის გეგმა, რომლის საფუძველზეც კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები გადავადდა 15 წლით (ეტაპობრივი გადახდის პირობით). | | |
2009 | ამოქმედდა ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მაღალი ძაბვის ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამა | | |
2011 | შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, ხოლო აქციების 100%-ის მფლობელი გახდა სახელმწიფო ფონდი - ,,საპარტნიორო ფონდი“. | | |
2013 | დასრულდა ,,შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი“. ახალი 400 კვ-ანი ხაზით ერთმანეთს დაუკავშირდა საქართველოს და თურქეთის ენერგოსისტემები. | | |
2013 | დასრულდა ორჯაჭვა, 220 კვ-ანი ელეტროგადამცემი ხაზის - ,,სენაკი 1,2“-ს მშენებლობა. | | |
2015 | პირველად მომზადდა და დამტკიცდა გადამცემი ქსელის ათწლიანი გეგმა (2015 – 2025 წწ.). | | |
2015 | დასრულდა ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციის კომპლექსური პროგრამა. არსებულ ქვესადგურებში მთლიანად შეიცვალა ძალოვანი მოწყობილობები, აგრეთვე, მართვის და დაცვის სისტემები (6-500 კვ). | | |
2016 | დასრულდა ქვესადგურების: ,,მარნეული-500“, ,,ჯვარი-500“, ,,ხორგა-220“ მშენებლობა. | | |
2020 | სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქციების 100%-ის მფლობელი გახდა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“. | | |
2020 | სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს მიენიჭა „ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის სეგმენტისათვის". | | |
2021 | განხორციელდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და მისი შვილობილი კომპანიის - შპს „ენერგოტრანსის“ შერწყმა. | | |
2021 | წარმატებით დასრულდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის რეჟიმი. კომპანიამ სრულად დაფარა კრედიტორების წინაშე არსებული, რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული, ფინანსური ვალდებულებები. | | |