ამოცანები და ფასეულობები
ჩვენი მისია
სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მისიაა ელექტროენერგიის გადაცემის უსაფრთხო, საიმედო, ეკონომიკურად დასაბუთებული, ეფექტიანი და ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სისტემის განვითარება, შენარჩუნება და მართვა.
ჩვენი სტრატეგიული ამოცანებია:
- ქსელის საიმედოობის ამაღლება;
- რეგიონში ელექტროენერგიით ვაჭრობის ხელშეწყობა;
- ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა;
- ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლება;
- კომპანიის კომერციულად ორიენტირება და ორგანიზაციული კულტურის შესაბამისად გარდაქმნა.