ახალი ამბები

2015-06-14 

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

13 ივნისს, სტიქიური უბედურების შედეგად კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ავარიულად გამოირთო 110 კვ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზი „თონეთი1,2“. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი აერთიანებს „ხრამი -1“-ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურთან „ლისი 220“. მოწყვეტილი და წაღებულია 357-ე ანძა. ხრამის ელექტროსადგურებს გააჩნიათ სისტემასთან დამაკავშირებელი სარეზერვო კვება, ამიტომ მომხმარებელს ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება. ავარიის ადგილზე მობილიზებულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ტექნიკური ბრიგადები. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი გზის გაყვანის და ანძის დაყენების სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სსე ყველა ღონეს იყენებს დაზიანების კერის უმოკლეს პერიოდში აღმოსაფხვრელად.

GSE Brigades Are Working in an Emergency Mode1GSE Brigades Are Working in an Emergency Mode2

კომუნიკაცია