220 კვ. ეგხ „ჯვარი-ხორგა“-ს მშენებლობა და 500 კვ. ეგხ „კავკასიონის“ შეჭრის პროექტი

khorga 1-small.jpg

,,ჯვარი-ხორგა"-ს შემაერთებელი ქსელის პროექტის აღნიშნული კომპონენტი მოიცავს 220კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ქვესადგურიდან „ჯვარი“ ქვესადგურამდე „ხორგა“ (დაახლოებით 60კმ) და 500კვ. ორჯაჭვა გადამცემი ხაზის „კავკასიონი“ შეჭრას ქვესადგურში „ჯვარი“ (დაახლოებით 8 კმ). პროექტის (ა) და (ბ) კომპონენტების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰესებიდან ელექტროენერგიის გატანას დასავლეთ საქართველოს, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და თურქეთის მიმართულებით და, ამავდროულად, შესაძლებელს გახდის აღმოსავლეთ საქართველოსკენ ელექტროენერგიის მიწოდების ზრდას.

პროექტის კონსულტანტია გერმანული კომპანია Fichtner. პროექტს ახორციელებდა ინდური კომპანია Jyoti Structures Limited. ვინაიდან, კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა 2018 წლის 15 აგვისტოს. მედიასაშუალებების თანახმად, აღნიშნული კომპანია გამოცხადდა ლიკვიდირებულად. Jyoty Structures Limited-ის სამართლებრივი სტატუსის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით ხელშეკრულება გაუფორმდა ინდურ იურიდიულ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად Jyoty Structures Limited-ის მიმართ მიმდინარეობდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 2019 წლის 19 მარტს გამართული ინდური ეროვნული კომპანიების სააპელაციო ტრიბუნალის (NCLAT) სხდომის შედეგად Jyoty Structures Limited გადავიდა რეაბილიტაციის რეჟიმში.

საკონსულტაციო ფირმა Fitchner-თან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმებით, დარჩენილ სამუშაოებზე 2019 წლის 20 ივლისს ხელახლა გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის მიხედვითაც სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 სექტემბერი. 2019 წლის 15 აგვისტოს ზუგდიდში, სსე-ს ოფისში ჩატარდა წინა სატენდერო შეხვედრა ტენდერში მონაწილეებთან. 2019 წლის 20 სექტემბერს გაიხსნა წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები. წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ თურქულ კომპანიასთან Bozlar Yapi Enerji Muhendislik Insaat Taahhut Bilisim Sanayi Ve Ticaret Limited Sirketi ხელშეკრულება გაფორმდა 2020 წლის 20 თებერვალს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების თავდაპირველი ვადა იყო 6 თვე კონტრაქტორისათვის სამუშაოების დაწყების შეტყობინების (NTP) გაგზავნიდან. გამარჯვებული კონტრაქტორის სამშენებლო ობიექტზე დაშვების 6 თვიანმა ვადამ მსოფლიოში არსებული პანდემიის და მის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე გადაიწია 8 თვემდე. კონტრაქტორის მიერ განხორციელდა მასალების სასაწყობე ფართის ინსპექტირება. დამკვეთის მიერ კონტრაქტორისთვის გაგზავნილი სამუშაოების დაწყების შეტყობინება ძალაში შევიდა 2021 წლის 18 იანვრიდან.

დღევანდელი მდგომარეობით, Bozlar Yapi Enerji Muhendislik Insaat Taahhut Bilisim Sanayi Ve Ticaret Limited Sirketi-ის მიერ, აღმართულია 68 ანძიდან 68 ანძა, სადენი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაჭიმულია სრულად 55.7 კმ-ზე. ხაზის ჩართვა განხორციელდა 2022 წლის 15 მარტს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო დასრულებულია 2022 წლის 31 ივლისს. დაწყებულია დეფექტების ლიკვიდაციის 1 წლიანი პერიოდი.

პროექტის დეტალები:

აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში შესრულებულია შემდეგი სამუშაოები:

220 კვ. ეგხ „ჯვარი-ხორგა“:

  • 170 ფუნდამენტიდან მოწყობილია 170 ფუნდამენტი;
  • 170 ანძიდან დამონტაჟებულია 170 ანძა;
  • სადენი გაჭიმულია 55.7 კმ-ზე;
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი გაჭიმულია 55.7 კმ-ზე.

500 კვ. ეგხ ,,კავკასიონი"-ს შეჭრის პროექტი:

  • 21 ანძის ფუნდამენტიდან მოწყობილია ყველა ფუნდამენტი;
  • 21 ანძიდან აწყობილი და დამონტაჟებულია 21 ანძა;
  • სადენის გაჭიმვის პროცესი დასრულებულია სრულად.

პროექტის ვადები:

  • 500 კვ. ეგხ ,,კავკასიონი"-ს შეჭრის პროექტი დაიწყო 2014 წლის 12 აგვისტოს და დასრულებულია;
  • 220 კვ. ეგხ ,,ჯვარი-ხორგა"-ს პროექტი დაიწყო 2014 წლის 12 აგვისტოს და დასრულდა 2022 წლის 31 ივლისს.

სურათები

khorga 1-small.jpgkhorga 2-small.jpgJvari-Khorga-3-small.jpgJvari-Khorga-4-small.jpg

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

Jemal Akhalaia.jpg

ჯემალ ახალაია

სამხრეთის ქსელის მენეჯერი
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: jemal.akhalaia@gse.com.ge

tea toriashvili.jpg

თეა ტორიაშვილი

სამხრეთის ქსელის მენეჯერის მოადგილე
პროექტების მართვის საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: tea.toriashvili@gse.com.ge

nikoloz bibluri.jpg

ნიკოლოზ ბიბილური

სამხრეთის ქსელის მენეჯერის მოადგილე
ფინანსურ საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: nikoloz.bibiluri@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები