ახალი ამბები

2016-09-30 

პროგრამა CAPE-ის ტრენინგი სსე-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში 26-30 სექტემბერს, მიმდინარეობდა პროგრამა CAPE-ის ტრენინგი რელეური დაცვისა და ავტომატიკის სამსახურისათვის. ტრენინგს კომპანია Electrocon-ის სპეციალისტები ატარებდნენ. პროგრამა CAPE ეს არის მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ანგარიშობს მოკლედ შერთვის დენებს და იძლევა საშუალებას შემოწმდეს რელეური დაცვების მოქმედება ავარიების დროს. აღნიშნული პროგრამის საშუალებით შესაძლებელი იქნება გამოვლენილი რელეური დაცვების მოქმედების ხარვეზების აღმოფხვრა, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ენერგოსისტემის იმედიანობას და ელექტროენერგიის მიმოცვლის საიმედოობას.

CAPE program training in GSE1CAPE program training in GSE2

კომუნიკაცია