ახალი ამბები

2015-10-29 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (სსე) კურორტი „თეთნულდის” მდგრადი ელექტრომომარაგებისთვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემ საკაბელო ხაზს გაიყვანს

სიტუაციის შესწავლის შემდეგ, კურორტის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებისთვის აუცილებელი გახდა მიწისქვეშა სარეზერვო ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობა. 4 კმ-ის სიგრძის სარეზერვო საკაბელო ხაზი ერთმანეთთან დააკავშირებს 110 კვ-იან ქვესადგურს „იფარი“ და 35 კვ-იან ქვესადგურს „თეთნულდი“.

2015 წლის სექტემბრის თვეში, სახელმწიფო კომპანიამ Tetnuld Development, რომელიც კურორტის „თეთნულდი“ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კურორტის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების თხოვნით მიმართა.

სვანეთის რეგიონში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკუთრებაშია 3 ქვესადგური (ერთი 110 კვ-იანი და ორი 35 კვ-იანი ქვესადგური) და 56 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ, რათა ზამთრის სეზონის დადგომამდე კურორტის ელექტრომომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

პროექტი ერთ კვირაში დაიწყება და ერთ თვეში დასრულდება.

GSE to Construct Underground Power Transmission Line for Resort Tetnuldi Stable Power Supply

კომუნიკაცია