2015-12-16
სსე-ის მენეჯმენტის ვიზიტი რეგიონალურ ქსელებში
2015 წლის 14-15 დეკემბერს, რეგიონალური ქსელების მონახულების პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველი გუნდი შიდა ქართლის, იმერეთის და აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონალურ ქსელებს ეწვია.
მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ რეგიონალური ქსელების თანამშრომლებს 2015 წლის განმავლობაში კომპანიაში განხორციელებული სამუშაოები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე იმსჯელეს წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ და სამომავლოდ დასახულ გეგმებზე.
რეგიონალური ქსელების ხელმძღვანელებმა: თემურ მშვიდობაძემ, თენგიზ დადიანმა და ავთანდილ მოსიძემ სსე -ის მენეჯმენტს 2015 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინეს და ისაუბრეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.
სსე-ის მენეჯმენტმა მოინახულა ქვესადგურები: „ქსანი-500”, გორი-220”, ზესტაფონი-500”, ქუთაისი-220”, „ბათუმი-220“ და „მენჯი-220“, სადაც დაათვალიერა განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები. ასევე მოინახულა ჯვრის და ხორგას მშენებარე ქვესადგურები და მათი დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული ქვესადგურების მშენებლობა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
კომპანიის მენეჯმენტის თანამშრომლებთან მსგავსი შეხვედრა ყველა რეგიონალურ ქსელშია დაგეგმილი.