2015-05-14
ზემო და ქვემო ალვანის 3600 აბონენტს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება
როგორც უკვე გაცნობეთ, სტიქიის შედეგად დაზიანდა ანძა, რის გამოც, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ახმეტის რაიონის სოფლების ქისტაურისა და ზემო და ქვემო ალვანის 6100 აბონენტს.
ამ ეტაპზე დაზიანების კერა ნაწილობრივ აღმოფხვრილია და ზემო და ქვემო ალვანის 3600 აბონენტს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ ქისტაურსაც აღუდგება.