ახალი ამბები

2015-06-26 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები კომპანიაში დასაქმდნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრს კურსდამთავრებულების ახალი ნაკადი ჰყავს. ახალგაზრდა ინჟინერთა სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობების კურსი ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა. 13 -ვე კურსდამთავრებული სსე-ის სხვადასხვა რეგიონალურ ქსელში, დეპარტამენტსა და ქვესადგურში დასაქმდა.

26 ივნისს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ გადასცა. მან მიულოცა კურსდამთავრებულებს და აღნიშნა: ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან, უკვე მე-10 წელია, ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში ეს პროგრამა გაიარა 140-მა სტუდენტმა, საიდანაც სსე-ში დასაქმდა დაახლოებით 100-მდე კურსდამთავრებული. თქვენ ხართ ამ პროგრამის საიუბილეო ნაკადი. წელს კომპანიაში დავასაქმეთ ყველა კურსდამთავრებული. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგიმართლათ, რადგან თქვენი დასაქმება დაემთხვა თქვენთვის ძალიან საინტერესო პერიოდს, რადგან სსე-ში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო და სსე-ს მიერ წარმოებული პროექტები, რომლებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, ძალიან ბევრი რამ ისწავლოთ თქვენი პროფესიული უნარების განსავითარებლად და პროფესიონალებად ჩამოსაყალიბებლად, ” – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

სსე-ის სასწავლო ცენტრი ახალგაზრდა ინჟინერთა სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გასავლელად სტუდენტთა ახალ ნაკადს 2015 წლის შემოდგომაზე მიიღებს.

GSE Training Center Graduates are Employed in the Company1GSE Training Center Graduates are Employed in the Company2

კომუნიკაცია