2015-04-20
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლები შეურთდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ინიციატავას ქვეყნის გამწვანებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ასევე, დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისის მერიის თანადგომით, 250 ძირი კიპარისი დარგეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„დიდი სიამოვნებით შევუერთდით პატრიარქის ინიციატივას და მცირედი წვლილი შევიტანეთ ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი სახის და მსგავსი ტიპის ღონისძიებებს აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.