2017-02-01
ცვლილებები ელექტროენერგიის აღრიცხვის წერტილისათვის სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომრის (კოდის) მინიჭების მეთოდოლოგიაში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) 17.04.2014 წლის N10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად და კომისიის 16.07.2015 წლის N38/3 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ (შემდგომში: „სსე“), როგორც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის წერტილებისთვის შეიმუშავა და დაამტკიცა სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომრის (კოდის) მინიჭების მეთოდოლოგია (შემდგომში: „მეთოდოლოგია“), რომელიც დაამტკიცა 30.12.2016 წლის N822 ბრძანებით. აღნიშნულ მეთოდოლოგიაში სსე-მ 2017 წლის 31 იანვარს N56 ბრძანებით და 2018 წლის 4 დეკემბერს N725 ბრძანებით შეიტანა ცვლილებები.
გთხოვთ, იხილოთ 31.01.2017 წლის ბრძანება N56 „ელექტროენერგიის აღრიცხვის წერტილისათვის სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომრის (კოდის) მინიჭების მეთოდოლოგიაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
გთხოვთ, 2018 წლის 4 დეკემბრის ბრძანება N725 „ელექტროენერგიის აღრიცხვის წერტილისათვის სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომრის (კოდის) მინიჭების მეთოდოლოგიაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2016-12-30
ელექტროენერგიის აღრიცხვის წერტილისათვის სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომრის (კოდის) მინიჭების მეთოდოლოგია
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ, როგორც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის („კომისია“) 17.04.2014 წლის N10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად და კომისიის 16.07.2015 წლის N38/3 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის წერტილებისთვის შეიმუშავა და დაამტკიცა სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომრის (კოდის) მინიჭების მეთოდოლოგია.
გთხოვთ, იხილოთ 30.12.2016 წლის ბრძანება N822 „ელექტროენერგიის აღრიცხვის წერტილისათვის სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომრის (კოდის) მინიჭების მეთოდოლოგიის“ დამტკიცების თაობაზე.