სამუშაოებისა და აქტივების მართვის (WAM) პროექტი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ დაასრულა WAM-ის (სამუშაოებისა და აქტივების მართვა) სისტემის დანერგვა. WAM-ის სისტემის დანერგვაზე პასუხისმგებელი კომპანია გახლდათ IPS-Intelligent Process Solutions GmbH, ხოლო პროექტის მიმდინარეობისას ხარისხის მართვას უზრუნველყოფდა სსე-ის კონსულტანტი კომპანია PWC - PricewaterhouseCoopers.
პროექტის მიზანი იყო სსე-ის ძირითადი აქტივების, ტექნიკური მომსახურეობის და სარემონტო სამუშაოების მართვის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც თავისთავად მოიცავდა რამდენიმე განსხვავებულ პროგრამას და ვებ-აპლიკაციას. WAM-ის სისტემის ამოცანებს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სამუშაოების დაგეგმვის, დავალებების გაცემის, მონიტორინგის და შესრულების პროცესების გამარტივება, ძირითად აქტივებზე შესრულებული სამუშაოების ქრონოლოგიურად აღწერა, აქტივების მდგომარეობის დინამიური მონიტორინგი და ყოველივე ამით აქტივების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება და სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიების დახვეწა.
პროექტის დეტალები:
პროექტი მოიცავდა სამ ფაზას:
I ფაზა - ძირითადი აქტივების ბაზების შექმნა და სისტემის ინსტალაცია;
II ფაზა - სამუშაოებისა და საველე საქმიანობის პროცესების მოდელების დანერგვა WAM-ის სისტემაში;
III ფაზა - ინფორმაციის დამუშავების და ვიზუალიზაციის, რეპორტინგისა და ტრიგერების სისტემის, ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვის მოდულების დანერგვა.
WAM-ის პროექტის I ფაზა:
- შესრულდა დიზაინისა და დაგეგმვის სამუშაოები;
- შეიქმნა ადგილმდებარეობების იერარქიები 19 ქვესადგურისთვის;
- განხორციელდა სსე-ს აქტივების ტიპების ანალიზი და მათი ასახვა პროგრამის შესაბამის ბიბლიოთეკაში, 8182 აქტივის ნიმუშის შეყვანა და ადგილების იერარქიულად განსაზღვრა;
- ჩატარდა საველე პირობებში მონაცემების შეგროვების (FDC) ტრენინგი და მომზადდა სარელეო დაცვის მონაცემები ერთიან მონაცემთა ბაზაში შეყვანისთვის;
- პროექტის მხარდაჭერა დაიწყო 10 ოქტომბერს, პროდუქტიული მონაცემთა ბაზის მოწოდების შემდეგ
WAM-ის პროექტის II ფაზა:
- ANSI/NETA MTS-2015 და VDE 0109-2 სტანდარტების შესაბამისად, კონტრაქტორ ფირმა IPS-თან ერთად განხორციელდა ძირითად აქტივებზე ჩასატარებელი სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის შესაბამისი ტექნიკური მომსახურეობის კონცეფციების დოკუმენტაციის შემუშავება და IPS-ის პროგრამაში მათი ინტეგრაცია. კერძოდ, ეს დოკუმენტები მოიცავს სსე-ის ძირითადი აქტივების ვიზუალური, დეტალური და დამატებითი შემოწმების სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს. აღნიშნული ტექ. მომსახურეობის კონცეფციის მიზანია სსე-ის ელექტროდანადგარების საექსპლუატაციო ციკლის გაზრდა;
- IPS-ის მიერ დამუშავდა გაერთიანებული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს მისი კლიენტი კომპანიების მიერ დანერგილ ტექნიკური მომსახურეობის კონცეფციებს თავისი მაგალითებით; აღნიშნულის გათვალისწინებით და გამოყენებით განხორციელდა ზემოხსენებული პროცედურების შედგენაც;
- IPS-ის მიერ განხორციელდა პროგრამის განახლება 1.93 ახალ ვერსიამდე, რის შედეგადაც მოხდა პროგრამის ინტერფეისის ცვლილება, ფუნქციონალის გაზრდა და მცირე ხარვეზების კორექტირება;
- განხორციელდა ელექტროგადამცემი ხაზების მონაცემების ატვირთვა (აქტივების იმპორტი) პროგრამაში.
სსე-ში არსებულ პროგრამებთან IPSE-ის კავშირის მოწყობა:
- სსე-ის WAM-ის სისტემას დაემატა IPS SmartGridDI-ის აპლიკაციაცია, რომელიც მოიცავს WAM-ის სისტემის გარე პროგრამებთან ინტერფეისების დამყარების, ინფორმაციის შეგროვების და დამუშავების, ტრიგერების მართვის მოდულებს;
- დასრულდა CAPE-ის და IPS-ის პროგრამებს შორის სარელეო დაცვის მოწყობილობების მაპინგი IPS CAPE Bridge-ის გამოყენებით;
- დასრულდა SCADA-IPS-ის ინტერფეისის მოწყობის სამუშაოების IPS SmartGridDI-ის აპლიკაციის გამოყენებით. შესაბამისად, IPS-ის სისტემა ყოველდღიურად SCADA-დან იღებს ინფორმაციას ტრანსფორმატორების და ამომრთველების მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით.
დასრულებულია WAM-ის პროექტის III ფაზა
პროექტის დანერგვის ხანგრძლივობა:
- პროექტი დაიწყო 2016 წლის 15 იანვარს;
- პროექტი დასრულდა 2019 წლის 23 იანვარს.
პროექტის ღირებულება:
- 1.32 მილიონი ევრო.
სურათები
პროექტის გუნდი
გიორგი ნაცვლიშვილი
პროექტის კოორდინატორი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: giorgi.natsvlishvili@gse.com.ge