2015-05-01
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეგიონალურ ქსელებს ახალი, სპეციალური დანიშნულების ავტომანქანები გადაეცა
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-მ შეძლო მოძველებული, 15-18 წლის ავტოტრანსპორტის ახალი, სპეციალური დანიშნულების ავტომობილებით ჩანაცვლება, რომელთა ძირითადი მახასიათებლებია განსაკუთრებული გამავლობის უნარი და მაღალი დაბრკოლების აცილება. მანქანები თბილისის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის და აჭარა-გურია-სამეგერელოს რეგიონალურ ქსელებს გადაეცა.
ახალი ავტოტრანსპორტი განკუთვნილია სამუშაო, ტექნიკური ჯგუფების გადასაადგილებლად. ხშირ შემთხვევაში, დაზიანებულ გადამცემ ხაზებზე სარემონტო სამუშაოების წარმოება ძნელად მისავალ ტერიტორიებზე, ბუნების მკაცრ პირობებში მიმდინარეობს. ახალი სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თანამშრომლების დროულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას სამუშაო ადგილზე და დაზიანების კერის დროულად აღმოფხვრას, რაც ავარიულ სიტუაციებში ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია.