500 კვ. ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო"-ს მშენებლობა და 220 კვ. ,,წყალტუბო"-ს გაფართოება 500 კვ-იანი ფრთით

საქართველოს ქსელის განვითარებისთვის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტი 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეგხ ,,იმერეთი 500"-ის დაზღვევას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტი ასევე გულისხმობს დასავლეთ საქართველოდან ახალი სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანას (,,ენგურჰესის” ინტეგრაცია ჯვარის ქვესადგურში). პროექტი მოიცავს, როგორც 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობას, ასევე არსებული ქ/ს ,,წყალტუბო”-ს გაფართოებას 500 კვ-იანი ფრთით. შემდგომში, არსებულ ,,წყალტუბო-220”-სა და ახალ ქვესადგურ ,,წყალტუბო-500”-ს შორის მოეწყობა კავშირი.

პროექტის დეტალები:

  • საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმდა 2020 წლის 25 სექტემბერს;
  • ქვესადგური ,,წყალტუბო-500”-ის მშენებლობის პროექტს ახორციელებს თურქული კომპანია BEST-ი (Balikesir Elektromekanik Sanayi Tesisleri AS და BEST Elektrik Taahut ve Ticaret AS Consortium);
  • 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობის პროექტს ახორციელებს თურქული კომპანია Bozlar Yapi (Bozlar Yapi Enerji Muhendislik Taahut Bilisim Sanayi ve Ticaret Limit Sirketi);
  • ქვესადგური ,,წყალტუბო-500”-ისა და 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობის პროექტების განხორციელებას ზედამხედველობას უწევს (ერთობლივი საწარმო/JV) Decon international GmbH (გერმანია), Consulectra Unternehmensberatung GmbH (გერმანია), AFRY Schweiz (შვეიცარია) და ქვე-კონსულტანტი Forma 2 (საქართველო).

პროექტის ვადები:

  • ქვესადგური ,,წყალტუბო-500”-ის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2020 წლის 17 ნოემბერს; დეტალური პროექტირება დასრულებულია და 2022 წლის 10 მაისს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა ქვესადგურის მშენებლობის ნებართვა. მოცემულ ეტაპზე, ქვესადგურის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. პროექტი დასრულდება 2023 წელს;
  • 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წლის 5 იანვარს; პროექტი დასრულდება 2024 წელს.

სურათები

Jvari_TskaltuboJvari_tskaltubo_2Jvari_tskaltubo_3Jvari_tskaltubo_4

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

kakha.jpg

კახა მაისაშვილი

პროექტის მენეჯერი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: kakha.maisashvili@gse.com.ge

Alexander Menagarishvili

ალექსანდრე მენაღარიშვილი

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: alexander.menagarishvili@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები