ახალი ამბები

2016-06-02 

საკონსულტაციო კომპანია PWC-ის ვიზიტი სსე-ში

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში დაგეგმილია SCADA/EMS სისტემის განახლება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 30 მაისი -2 ივნისის პერიოდში კომპანიას საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა საკონსულტაციო კომპანია PWC-ის უნგრული და ქართული წარმომადგენლობა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” თანამშრომლებთან, რომლის მიზანი იყო SCADA/EMS სისტემის ტექნიკური სპეციფიკაციების დახვეწა და მისი მომზადება სატენდერო ფაზისათვის.

განახლებული SCADA/EMS სისტემა კომპანიის ოპერატიული მართვის პერსონალს საშუალებას მისცემს, ელექტრული სისტემის კონტროლი და მონიტორინგი უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულების გამოყენებით მოახდინონ, რაც  მათ გაუძლიერებს ელექტრული სისტემის მართვისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სისტემის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდას.

Consultation Company PWC Visit to GSE1Consultation Company PWC Visit to GSE2

კომუნიკაცია