ახალი ამბები

2015-11-13 

ბელორუსიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში ბელორუსიის ელექტროენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოო გაერთიანების „ბელენერგოს“ მაღალი რანგის წარმომადგენლების და სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

The Belorussian Delegation visited “Georgian State Electrosystem”, JSC

ბელარუსიის დელეგაციას „ბელენერგოს“ დირექტორის პირველი მოადგილე ალექსანდრე სივაკი ხელმძღვანელობდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს, როგორც მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ – სულხან ზუმბურიძემ ბელორუს კოლეგებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო და ქვეყანაში ელექტროენერგიის ზრდის დინამიკაზე, გენერაციის ახალ წყაროებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ეროვნული სადისპეტჩერო და ენერგოობიექტები: ქ/ს „რუსთავი-220“, „ჟინვალჰესი“ და „გუდაურიჰესი“ მოინახულეს.

კომუნიკაცია