2016-12-30
მრიცხველების დაპროგრამების /კონფიგურირების ძირითადი მოთხოვნები
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“- მ, როგორც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის („კომისია“) 17.04.2014 წლის N10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 67-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად და კომისიის 16.07.2015 წლის N38/3 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეიმუშავა ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის წერტილებზე არსებული და „ზედა დონის ესკაა სისტემასთან“ დადასტურებულად თავსებადი ელექტროენერგიის მრიცხველების დაპროგრამირების/კონფიგურირების ძირითადი მოთხოვნები.
გთხოვთ, იხილოთ 30.12.2016 წლის ბრძანება N820 და დანართები (მრიცხველების დაპროგრამირების/კონფიგურირების ძირითადი მოთხოვნები) ცალკეული ტიპის მრიცხველებისათვის:
- A2 ტიპის მრიცხველი
- A3 ტიპის მრიცხველი
- A1140 ტიპის მრიცხველი
- A1800 ტიპის მრიცხველი
- EA ტიპის მრიცხველი
- EPQS ტიპის მრიცხველი
- SL7000 ტიპის მრიცხველი
- Mercury 230 ტიპის მრიცხველი
- ПСЧ4 ტიპის მრიცხველი
მრიცხველების დაპროგრამირების/კონფიგურირების ძირითადი მოთხოვნები (სსე-ს 30.12.2016 წლის N820 ბრძანებში ცვლილებების შესახებ)
სსე-ს 12.04.2018 წლის N 267 ბრძანებით, სსე-ს 30.12.2016 წლის „ელექტროენერგიის მრიცხველებების დაპროგრამირების/კონფიგურირების დამტკიცების თაობაზე #820 ბრძანებაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ: 30.12.2016 წლის N820 ბრძანებით დამტკიცებული მრიცხველების დაპროგრამირების/კონფიგურირების ძირითად მოთხოვნებს დაემატა 2 ტიპის მრიცხველის დაპროგრამირების/კონფიგურირების ძირითადი მოთხოვნები.
გთხოვთ, იხილოთ 12.04.2018 წლის ბრძანება N267 და დანართები: