220 კვ. ქვესადგურის „მარნეული“ გაფართოება 500 კვ. ფრთით
პროექტი გულისხმობდა ქვესადგურის „მარნეული-220“ გაფართოებას 500 კვ. ფრთით. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების: „ვარძია“, „ასურეთი“ და „გაჩიანი“ დაკავშირება ქ/ს-თან „მარნეული-500“, ხოლო 220 კვ. ეგხ-ით ქ/ს „მარნეული-500“ დაუკავშირდა ქ/ს „მარნეული-220-ს.
ქვესადგურში დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოწყობილობა, მართვისა და დაცვის სისტემები, ვიდეო-სათვალთვალო კამერები, განხორციელდა ქვესადგურის დისტანციური მართვა ცენტრალური სადისპეტჩეროდან და ქვესადგურის ინტეგრაცია გადამცემ ქსელთან. დამონტაჟდა 4 ერთეული 220 მვა ავტოტრანსფორმატორი და 180 მვარ რეგულირებადი რეაქტორი.
აღნიშნული პროექტის შედეგად, 660 მვა-ით გაიზარდა ქსელის დადგმული სიმძლავრე და აღმოსავლეთ საქართველოში არსებული თბოსადგურებიდან სიმძლავრის უსაფრთხოდ გამოტანის შესაძლებლობა. თბილისის ირგვლივ შეიქმნა ახალი, 500 კვ-იანი ენერგეტიკული კვანძი, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა დედაქალაქის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგების საიმედოობა.
სამომავლოდ, დაგეგმილია სომხეთთან სისტემათაშორისო სატრანზიტო კავშირის დამყარება, რისთვისაც ქ/ს „მარნეული-500“-ში უკვე მოწყობილია 500 კვ-იანი უჯრედი. აღნიშნული პროექტი განახორციელა Balikesir Elektromekanik Sanayi Tesisleri A.S -ისა და BEST Elektrik Taahüt ve Ticaret A.S.-ის კონსორციუმმა (BEST/BETAS).
პროექტის დეტალები:
- 500 კვ-ის მხარეს მოეწყო ახალი, ორმაგი სალტეთა სისტემა;
- დადგმული სიმძლავრე 660 მვა;
- დამონტაჟდა ახალი, რეგულირებადი რეაქტორი 180 მვარ;
- განხორციელდა 10 კვ. საკაბელო კავშირი ქ/ს „მარნეული-500“და ქ/ს „მარნეული- 220“-ს შორის;
- ქ/ს „მარნეული-220“ და „მარნეული-500“ ერთმანეთს დაუკავშირდა ახალი 220 კვ-იანი ეგხ-ის საშუალებით;
- სომხეთთან კავშირის განსახორციელებლად სრულად აღიჭურვა ახალი უჯრედი;
- დაინერგა SCADA-ს ახალი, მართვის და დაცვის სისტემები;
- ქვესადგურის სრული მართვა შესაძლებელია ცენტრალური სადისპეტჩეროდან და ქ/ს-დან „მარნეული-220“;
- დაინერგა ვიდეო-მონიტორინგის სისტემა;
- ქვესადგური არის დახურული ტიპის, დისტანციურად იმართება ქ/ს „მარნეული-220“-ის პერსონალის მიერ.
პროექტის ვადები:
- პროექტი დაიწყო 2014 წლის 31 ოქტომბერს;
- პროექტის ძირითადი სამუშაოები დამთავრდა 2016 წლის 7 ოქტომბერს;
- პროექტის საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდა 2016 წლის 21 დეკემბერს.
პროექტის ღირებულება:
- 17.4 მილიონი აშშ დოლარი და 1.286.000 ლარი