2015-11-10
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბაქოს ესტუმრა
რამდენიმე დღის წინ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით და “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” (ესკო) წარმომადგენლობა ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქს – ბაქოს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები კომპანია „აზერენერჯი“-ს პრეზიდენტთან – ბატონ ეტიბარ პირვერდიევთან და„აზერენერჯი“-ს ტექნიკურ-სადისპეტჩერო ბლოკისა და კომერციული ფრთის ხელმძღვანელებთან.
შეხვედაზე განხილული იქნა საქართველოს ენერგოსისტემის გავლით, აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ტექნიკური და კომერციული ასპექტები, აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლო კომერციული კონტრაქტის დეტალები, აზერბაიჯანი-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ტრანსასაზღვრო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი-სამუხი“ ექსპლუატაციაში შეყვანისა და აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგოსისტემების ოპერატიული თანამშრომლობის სხვა საკითხები.
განხორციელდა მხარეთა პოზიციების შეჯერება, შეთანხმებები აისახა სამუშაო შეხვედრის სხდომის ოქმში, რომლის გაფორმება და დასრულებაც, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანული მაღალი დონის დელეგაციის თბილისში ვიზიტის პროცესში განხორციელდება.