2015-06-12
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველი გუნდი შიდა ქართლის რეგიონალურ ქსელს ესტუმრა
რეგიონალური ქსელების მონახულების პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველი გუნდი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის – სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, შიდა ქართლის რეგიონალურ ქსელს ესტუმრა.
‘საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ორ მასშტაბურ – 10 და 13 ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. ორივე პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მიმდინარეობს. 10 ქვესადგურის ციფრული დაცვის და მართვის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს: გლდანის, ქუთაისის,მენჯის,მარნეულის,რუსთავის,გორის,ხაშურის,წყალტუბოს,ზუგდიდის,ბათუმის ქვესადგურების კომპანია SEL-ის მიერ ციფრული დაცვებით აღჭურვას. 13 ქვესადგურის გამანაწილებელი მოწყობილობების რეაბილიტაციის პროექტი კი გლდანის , მენჯის , მარნეულის, რუსთავის, გორის, ხაშურის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ბათუმის, ზესტაფონის, ფეროს, გარდაბნის, გურჯაანის ქვესადგურებში კომპანია SIEMENS-ის მიერ დახურული გამანაწილებელი მოწყობილობებით აღჭურვის პროექტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ქვესადგურები აღიჭურვა SCHNEIDER ELECTRIC–ის ცვლადი და მუდმივი დენის ფარებით.
სსე-ის მმართველი გუნდი ქვესადგურებში: „გორი-220“, ქსანი-500“, ხაშური 220“ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ტექნიკურ პერსონალს პირადად გაესაუბრა. ქვესადგურებში: ”გორი 220” და „ხაშური-220“ უკვე დასრულებულია პირველადი მოწყობილობა-დანადგარების რეაბილიტაცია, 220კვ-ზე შეცვლილია ამომრთველები და გამთიშველები. დამონტაჟდა „SEL”-ის ფირმის 220/110 კვ-ის მინაერთების ციფრული დაცვის ტერმინალები და “SIEMENS”-ის ფირმის 10 კვ-იანი გამანაწილებელი მოწყობილობა
განსაკუთრებულად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ქვესადგურში „ქსანი-500“., რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთ საკვანძო ქვესადგურს წარმოადგენს. ქვესადგურის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს სარეზერვო ფაზის დამონტაჟების და 500/220/10 კვ-ზე ახალ სალტეთა სისტემის მოწყობის პროცესი. დამონტაჟებულია გაგრილების სისტემა. ივლისის ბოლოს, სარეზერვო ფაზის ექსპლოატაციაში შეყვანის შემდეგ, დაიწყება РПН-ების მოდერნიზაციის სამუშაოები.
„შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის“ მენეჯერის თემურ მშვიდობაძის თქმით, ქვესადგურში ,,ქსანი-500“ პარალელურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ახალი, 500 კვ. რეაქტორების მონტაჟისთვის. მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან, სსე-ის კონტრაქტორი კომპანია “SIEMENS”-ის მიერ დაიწყება ქ-ს ,,ქსანი-500“-ის პირველადი და მეორადი კომუტაციის მოწყობილობების სრული რეაბილიტაცია, რომელიც 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.